ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
ჟოზეფ ბორელის თქმით, გამოყოფილი თანხა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების შეძენას მოხმარდება, როგორიცაა ტანკები და არტილერია. მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა უკვე ორ მილიარდ ევროს აღწევს.
ასევე ბორელმა, “დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ ზეწოლა მოსკოვზე, დააწესონ ახალი სანქციები, შეეცადონ მოახდინონ რუსეთის ფედერაციის იზოლირება მსოფლიო ასპარეზზე და შექმნან ერთიანი ფრონტი უკრაინის მხარდასაჭერად.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს