ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეები ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისს ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ტოვებდა, ნიკა მელია კი ამ დროს მივიდა.
კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მელიამ კობახიძეს უსინდისო და უნამუსო უწოდა.
“ასე აწყობენ პროვოკაციებს, ეს პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო, ნაძირალა”, – აღნიშნა კობახიძემ.
ნიკა მელიას თქმით, როგორც “ეს სივრცე დატოვე, ისე დტოვებენ 2 ოქტომბერს ხელისუფლებას”.
დაპირისპირება კი ირაკლი კობახიძის კომენტარს მოჰყვა, როდესაც ის დმანისის ინციდენტზე საუბრობდა და ოპოზიციას ადანაშაულებდა, ნიკა მელია ამ დროს კობახიძესთან მივიდა და ტყუილში ამხილა, რასაც კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა.
