ევროკავშირის ქვეყნები წითელ ზღვაში “ჰუსიტების” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაზე შეთანხმდნენ


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს პრინციპულ პოლიტიკურ შეთანხმებას წითელ ზღვაში კომერციული გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, იდეალურ შემთხვევაში, მისია უნდა დაიწყოს თებერვალში და დაასრულოს “ჰუსიტების” თავდასხმები.
ამჟამინდელი გეგმების მიხედვით, ევროკავშირის მისია მოიცავს ევროპული ხომალდების და საჰაერო ადრეული გაფრთხილების სისტემების განლაგებას რეგიონში სატვირთო გემების დასაცავად, თუმცა იემენში “ჰუსიტების” პოზიციებზე აშშ-ის დარტყმებში მონაწილეობა არ იგეგმება.
12 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივი დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე. ეს იყო პასუხი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების მუდმივი თავდასხმებზე.
ოპერაციაში თვითმფრინავები და გემები მონაწილეობდნენ. თავდასხმის სამიზნე იყო “ჰუსიტების” იარაღის შესანახი ცენტრები და სასწავლო ბაზები.
ამის შემდეგ ვაშინგტონმა და ლონდონმა კიდევ რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს “ჰუსიტების” ობიექტებზე.
თაგები:
იემენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს