ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია – მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად


ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია აღნიშნული.
“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ ინციდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას ინციდენტის გამო. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.
მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის გამოყენებით სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
კირბალი