Logo

ევროკავშირის წარმომადგენლობა – “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია

პოლიტიკა
302
Frontnews image description

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

 

“მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

 

“ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Feuropeanunioningeorgia%2Fposts%2Fpfbid02NKKCsD9eYLwVtKygVD68aZupKupcZyiJMcVp8GRTELx1V8Mf4b6yjpbPLgwskMUrl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”585″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები