ევროკავშირის წარმომადგენლობა – ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელის და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს.
ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ევროკავშირის წარმომადგენლობა




