“ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში”

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.
როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის კრიზისული მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მიერ გაწეული წვლილისთვის.
"ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში, და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ასოცირების საბჭომ აღნიშნა 2019 წლის ოქტომბერში უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრის დროს განხილული საკითხები და ხაზი გაუსვა შემდეგი შეხვედრის ორგანიზებას ამ ფორმატში. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის კრიზისული მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მიერ გაწეული წვლილისთვის და გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში", – აღნიშნულია პრესრელიზში.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


