ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიყიდვის გამო სანქციები დაუწესა


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის ირანს რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიყიდვის გამო სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაცია ჩეხეთის წარმომადგენლობის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები რეკორდულად მოკლე დროში დაწესდა.
“3-დღიანი დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ზომებზე ირანული კომპანიების წინააღმდეგ. წერილობითი პროცედურა დასრულდა, სანქციები ძალაში შევა დღეს შუადღისას, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნები გაყინავენ სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის აქტივებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსეთისთვის დრონების მიწოდებაზე.
“ევროკავშირი ასევე მზად არის სანქციები გაფართოვდეს კიდევ 4 ირანული ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც უკვე აღმოჩნდნენ წინასწარი სანქციების სიაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს