ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები რუსეთის ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ ექვსი თვით, ანუ 2023 წლის 31 ივლისამდე, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
სანქციები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების გამო პირველად 2014 წელს შემოიღეს, 2022 წლის თებერვლის შემდეგ კი, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
ამჟამად სანქციები მოიცავს სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრს, მათ შორის ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საქონელზე შეზღუდვებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს