ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უნგრეთის მოთხოვნით სიიდან სამი ადამიანი ამოიღეს


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის ელჩებმა ექვსი თვით გაახანგრძლივეს ანტირუსული სანქციები, რომლებიც დაწესდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის. ისინი დეკემბრის ბოლომდე იქნება ძალაში.
როგორც “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა განმარტა, ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილებით გაგრძელდა ვიზების გაცემის აკრძალვა და ქონების გაყინვა 1800 ადამიანისა და ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში.
“უნგრეთმა მოახერხა სამი მეორეხარისხოვანი სახელის ამოღება (სანქციების სიიდან), მაგრამ თავდაპირველად სურდა ცხრა გამოერიცხა“, – წერს იოზვიაკი.
თაგები:
ევროკავშირი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს