ევროკავშირმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, 1 თებერვალს, სამიტზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.
“ჩვენ შევთანხმდით. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა უკრაინისთვის დამატებითი 50 მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტზე, ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში. ეს უზრუნველყოფს უკრაინის მდგრად, გრძელვადიან, მოსალოდნელ დაფინანსებას”, – წერს მიშელი.
მისივე თქმით, ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად.
“ჩვენ ვიცით, რა არის სასწორზე“, – აღნიშნავს მიშელი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს