
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პატიმრობაში მყოფი თავმჯდომარის გასათავისუფლებლად, რამდენიმე მექანიზმი არსებობს.
"რაც შეეხება პროცედურებს, ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და ნიკა მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გათავისუფლება. უარი თუ თქვა, ეს მისი გადასაწყვეტია.
რაც შეეხება ამნისტიის საკითხს იცით, რომ ამნისტია ეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებს, არა მხოლოდ ნიკა მელიას. ეს ამნისტიის კანონპროექტი შესაბამისი პროცედურებით დაინიცირდება. ამაში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ერთობლივად და ამნისტიის შედეგად ამნისტირებული იქნება ყველაფერი, რაც დაკავშირებულია 20 ივნისთან და აქვთ ბრალდება წაყენებული", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს