
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
ანგარიშში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომლის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
2022 წლის ივნისში, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს სტატუსზე უარი ეთქვა. ევროპულმა საბჭომ მაშინ საქართველოს მხოლოდ “ევროპული პერსპექტივა” აღიარა და სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტული რეფორმა განუსაზღვრა.
თაგები:
ევროკომისია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს