
ავტორი
Front News საქართველო
“უეფას ევროპა ლიგა” ფეხბურთის გულშემატკივას 1/16 ფინალური ეტაპიდან დაუბრუნდა. დღეს რვა შეხვედრაა დაგეგმილი, რომლიდანაც ოთხი უკვე გაიმართა.
გამოსარჩევი “ბარსელონასა” და მანჩესტერ “იუნაიტედის” დაპირისპირებაა.
გუნდებმა “კამპ ნოუზე” ნამდვილი საფეხბურთო შოუ დადგეს, უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში გულშემატკივარმა ოთხი გატანილი გოლი იხილა, გუნდებმა ფრე 2:2 ითამაშეს და განმეორებითი შეხვედრის წინ უდიდესი ინტრიგა დაგვიტოვეს, ყველაფერი “ოლდ ტრაფორდზე” გადაწყდება.
პარალელურ მატჩებს რაც შეეხება: “აიაქსმა” და “უნიონ ბერლინმა” უგოლო ფრე ითამაშეს, “ზალცბურგმა” “რომა” 1:0 დაამარცხა, ხოლო “შახტარმა” “რენს” 2:1 მოუგო.
განმეორებითი მატჩები 16 მარტს გაიმართება.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
ფეხბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს