Logo

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ

პოლიტიკა
1485
Frontnews image description

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და საქართველოს  მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ.

 

“ვწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება სასამართლო სხდომიდან შემაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას. აშკარაა, რომ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია და აქვს საშინელი შედეგებისა და სიცოცხლის დაკარგვის პოტენციალი.

 

გვჯერა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მიუთითებს, რომ მის მიმართ არსებული ამჟამინდელი სამედიცინო ღონისძიებები არ უზრუნველყოფს და არც ხელს უწყობს მის სწრაფ გაუმჯობესებას. ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სანამ ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს, ჩატარდეს გადაუდებელი ზომები მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად.

 

ბატონი სააკაშვილის მდგომარეობის დაჩქარებულად გაუარესების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: აუცილებელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია მიიღოს საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარება.

 

დაიცავით თითოეული ადამიანის ღირსება. ეს ემსახურება ევროკავშირის საფუძვლებს. ველოდებით, რომ დათქმების გარეშე, ევროკავშირის წევრმა და კანდიდატმა ქვეყნებმა, მოახდინონ ურყევი დემონსტრირება და აჩვენონ ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებებისადმი.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების ერთგულებას, მათ შორის, ძირითად ადამიანურ თანაგრძნობას და ადამიანის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება.

 

გვჯერა, რომ ამ ყველაფერს უდიდეს ყურადღებას დაუთმობთ და გადადგამთ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები