ევროპარლამენტარები ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტის ექვსკაციანი დელეგაცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა. ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა მათ ადგილზე გააცნეს საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ვითარება.
ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის შედეგებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ.
სოფელ ოძისიდან ევროპარლამენტართა დელეგაცია კვლავ თბილისში დაბრუნდა.
ევროკავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ისინი დღეს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდებიან.
ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა