
ავტორი
Front News საქართველო
"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ევროკავშირის პარლამენტარების დღევანდელი ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას.
"სასწორზე დევს არც მეტი არც ნაკლები ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი, ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი.
ოპოზიციამ ბ-ნ დაიელსონის 5-პუნქტიანი შეთანხმებიდან 3 საკითხზე სრული თანხმობა განაცხადა; რაზეც მსგავსი თანხმობა "ქართული ოცნებისგან" არ მიგვიღია.
პრეიმერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, როგორც უაზრო და უშინაარსო, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ "ოცნება" არაა დაინტერესებული, პრეზიდენტ მიშელის მედიატორობით მიღწეულ იქნას შეთანხმება.
"ლელო" და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას დარჩენილი ორი საკითხის შესათანხმებლად.
რაც შეეხება ეკონომიკას, საგანგაშოა ის გარემოება, რომ მთავრობას არ გააჩნია ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა, ლელო კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისულებას, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო, ლელო მზადაა თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინოს განსახილველად, მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ახლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ავარიდოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი", – აცხადებს ხაზარაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს