ევროპარლამენტარებმა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია გამართეს

ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარებმა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია გამართეს.
ბანერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპელ დეპუტატებს ეჭირათ.
როგორც ეროვნული გენეტიკის ლაბორატორიის მმართველმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, აქციაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
“გადაარჩინეთ სააკაშვილი გაათავისუფლეთ სააკაშვილი – ეს არის ბანერები, რომლებიც ევროპელ დეპუტატებს ეჭირათ. ეს არა ერთი პარტიის, არამედ პარტიათაშორისი განცხადება იყო. მათი პირდაპირი განცხადება არის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დღეს არის ამ საკითხზე დამოკიდებული, გვეკითხებიან, თუ როგორ იქნება შესაძლებელი, რომ თვალი ადევნონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს. მათ უნდათ იხილონ, თუ როგორ მიიღებს საქართველო გადაწყვეტილებას, – რა უნდათ ევროპა თუ რუსეთი“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




