
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში დაკარგულია დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები რუსეთის გავლენის გამო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჟური რატასმა განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა იმას, რომ ევროპის ნაწილი ყოფილიყო.
“საქართველოში დაკარგულია დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები რუსეთის გავლენის გამო. საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა იმას, რომ ევროპის ნაწილი ყოფილიყო, თუმცა, საქართველო უფრო და უფრო შორს მიიწევს ევროკავშირისკენ. ჩვენ გულხელდაკრეფილნი ვერ ვისხდებით, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი და არ უნდა მივატოვოთ მარტო, მაგრამ ჩვენ ვეღარ მივაწოდებთ დახმარებას საქართველოს, სანამ ისინი დისტანცირებას ახდენენ ჩვენგან, რაც ცუდ შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა ჟური რატასმა.
თაგები:
ჟური რატასი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს