ევროპარლამენტარი – მე მომხრე ვარ, რომ სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც ქვეყანას რუსეთს უქვემდებარებს


ავტორი
Front News საქართველო
მე მომხრე ვარ, რომ სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც ქვეყანას რუსეთს უქვემდებარებს. ესენი არიან ივანიშვილი, კობახიძე და სხვები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დანიუს ჟალიმასმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტი არ აკმაყოფილებს დემოკრატიულობის მინიმალურ ნორმებსაც კი.
“თუ ჩვენ ვხედავთ მასობრივ გაყალბებებს, მაშინ ასეთი არჩევნების შედეგების აღიარება ვერ მოხდება და მეორე არის ის, რომ ერთპარტიული პარლამენტი, რა მიზეზიც არ უნდა იყოს ამისი, არ აკმაყოფილებს დემოკრატიულობის მინიმალურ ნორმებსაც კი.
პლურალისტური დემოკრატიისთვის საჭიროა პლურალისტური პარლამენტი. მე კარგად არ ვიცნობ ქართულ პოლიტიკას, შესაძლოა, არსებობს საფრთხე, რომ ვინმე გავა ოპოზიციური კოალიციიდან, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევნების არაღიარების ხაზი შენარჩუნდება და ადრე თუ გვიან ეს გახსნის შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
მე მომხრე ვარ, რომ სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც ქვეყანას რუსეთს უქვემდებარებს. ესენი არიან ივანიშვილი, კობახიძე და სხვები”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
თაგები:
დანიუს ჟალიმასი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა