ევროპარლამენტარი – უკვე ნათელია, მზად არის თუ არა პუტინი ალიანსზე ბირთვული იარაღით თავდასხმისთვის


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატო-ზე ბირთვული იარაღით თავდასხმას ვერ გაბედავს, – ამის შესახებ „ესპრესოს“ ეთერში ევროპარლამენტარის პოლონელმა წევრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
“არ ვფიქრობ, რომ პუტინი გაბედავს ნატოს ტერიტორიაზე ატომური იარაღით თავდასხმას. გარდა რიტორიკისა, ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ რაიმე მომზადებას. რუსეთს აქვს რამდენიმე ათასი ტაქტიკური ქობინი, რომლებიც სპეციალურად მომზადებულ მატარებლებშია შენახული, ამ სიტუაციაზე ჩვენი და კავშირის მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს“, – განაცხადა სიკორსკიმ.
პოლიტიკოსის თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის თავად პუტინს.
“თუ პუტინი ასეთ ბრძანებას გასცემდა, მაშინ ეს მომენტი პირადად მისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იქნებოდა, ვინაიდან რუსმა გენერლებმა უნდა გადაწყვიტონ ან პასუხისმგებელი იყვნენ გენოციდზე მთელი მისი შედეგებით, ან მოიშორონ პუტინი”, – განაცხადა სიკორსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს