ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
ბელგიაში ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი და კიდევ ოთხი პოლიტიკოსი დააკავეს.
ისინი ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით.
ჩხრეკის სერიის განმავლობაში პოლიციამ დაახლოებით 600 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო.
ბერძნულმა პარტია “პასოკმა“, რომლის წევრიც ევა კაილი იყო, ის საკუთარი რიგებიდან გარიცხა.
თაგები:
ევროპარლამენტი




