
ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 577-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 33 წინააღმდეგი იყო.
რეზოლუციას დღეს დაემატა „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ ინიცირებული შენიშვნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეეხება.
“ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც პერსონალური ვენდეტის ნაწილს. იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილის პერსონალური სანქცირება, მისი როლისთვის საქართველოს პოლიტიკური პროგრესის გაუარესებაში“, – აღნიშნულია შესწორებაში.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ამ საკითხისადმი ხელისუფლების არაადეკვატური რეაქციის გამო.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ მუდმივი წარუმატებლობა აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და აფერხებს მის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას.
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
ამასთან, რეზოლუცია სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს