ევროპელი დეპუტატები ორბელიანების სასახლესთან აქციის მონაწილეებს შეხვდნენ

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვდგავართ აქ, ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად, რომელთაც სწამთ ევროპული ღირებულებების, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა ორბელიანების სასახლესთან, აქციის მონაწილეებთან განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი არის გლობალური ომის პარტია, რომელიც ყველას საფრთხეს უქმნის.
“გლობალური ომის პარტია მართლაც არსებობს და ეს არის რუსეთი, რუსული იმპერიალიზმი არის საფრთხე არამხოლოდ უკრაინისთვის და აღმოსავლეთ ევროპისთვის, არამედ რუსული იმპერიალიზმი იწყებს ძალიან სახიფათო პროპაგანდას ჩვენი ფასეულობების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ, როგორც გერმანიაში ასევე საქართველოში და ჩვენ ვდგავართ აქ, ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად, რომელთაც სწამთ ევროპული ღირებულებების“, – განაცხადა მიხეილ როთმა.
თაგები:
აქცია




