Logo

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 19-წლამდელთა მეტოქეები ცნობილია

სპორტი
269
Frontnews image description

ნიონში, UEFA-ს სათავო ოფისში 2026/27 წლების ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა თუ ვისთან მოუწევს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს თამაში.

ზურაბ ხიზანიშვილის 19-წლამდელები, B ლიგის ჯგუფ B7–ში მოხვდნენ. ისინი 3-9 ივნისს, 3-გუნდიან ჯგუფში მონტენეგროსა და ისლანდიას დაუპირისპირდებიან. პირველი რაუნდის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო.

ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები