ევროპის მოედანზე იგორ ნარმანიას და კიდევ ერთ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, ევროპის მოედანზე აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დათა ქაშიაშვილის თქმით, სტუდენტები იქ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საერთო ბრიფინგის გამართვას აპირებდნენ, რა დროსაც მათ 7-კაციანი ჯგუფი დაესხა თავს.
მისივე თქმით, 2 ადამიანს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრს იგორ ნარმანიას და კიდევ ერთ აქტივისტს, 15 წლის მოზარდს თავი აქვთ გატეხილი და აქტივისტებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
თავდამსხმელებს სავარაუდოდ, ბლაგვი საგნები ეჭირათ ხელში.
თაგები:
აქტივისტები




