Logo

“ევროპის მოედანზე” ევროპული მომავლის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს

პოლიტიკა
1284
Frontnews image description

“ევროპის მოედანზე” ევროპული მომავლის მხარდასაჭერად  დაგეგმილი აქცია მიმდინარეობს.  მოედანზე შეკრებილი არიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ადგილზე იმყოფება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

 

მისი განცხადებით, ის დღეს აქციაზე როგორც რიგითი მოქალაქე, ისე იმყოფება. 

 

“დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა სამშობლოზე, რომელსაც სჯერა, სწამს,  რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს, მე სანამ  შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან და შემდეგ სხვა ადგილიდანაც, თუ საჭირო იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მოქალაქეები ადგილზე საქართველოს უკრაინისა და ევროკავშირის სიმბოლოკით იმყოფებიან. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებიული არიან სამართალდამცველები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები