Logo

ევროპის საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერეს

მსოფლიო
226
Frontnews image description

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობა შეჩერებულია. 

 

უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი.

 

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთი რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე, მაგრამ კარგავს წარმომადგენლობის უფლებას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში.

თაგები:

რუსეთი
Advertisement