"ევროპის სახალხო პარტია" - ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრება ივანიშვილის მიერ ძალაუფლების რეპრესიების გზით მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის სახალხო პარტია" სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დაკავებას ეხმაურება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრება ივანიშვილის მიერ ძალაუფლების რეპრესიების გზით მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია. პროდასავლური ძალების პოლიტიკური ლანდშაფტიდან ამოძირკვით საქართველო რუსული სტილის დიქტატურისკენ მიექანება.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ქართველ ხალხს მათი თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში”, - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
"ევროპის სახალხო პარტია"

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს