“ევროპის სახალხო პარტია" - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, - ამის შესახებ “ევროპის სახალხო პარტიის" განცხადებაშია აღნიშნული.
"ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ბავშვების უსაფრთხოებაზე განხორციელებული მუქარებით. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას", - აღნიშნულია EPP-ის განცხადებაში.
კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილს უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდიდა. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას და ბავშვების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ.
თაგები:
ევროპის სახალხო პარტია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს