Logo

"ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ მიზნობრივი პერსონალური სანქციები საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ"

პოლიტიკა
282
Frontnews image description

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ მიზნობრივი პერსონალური სანქციები საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული. 

"ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ მიზნობრივი პერსონალური სანქციები საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

24 ივნისს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ თავისუფლების 7 თვით აღკვეთა მიესაჯა. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ყველა მათგან აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

Advertisement