Logo

ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ნიკა მელია გამოვა

პოლიტიკა
303
Frontnews image description

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ნაცვლად  ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, რომელიც დღეს გაიმართება,  სიტყვით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გამოვა.

 

EPP-მ ყრილობის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და  დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია გამოიწვია. მასში ასევე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზეა საუბარი.  

 

EPP-ს ყრილობაზე სიტყვით გამოსასვლელად, მიწვევა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მიპატიჟება მას პირადად სახალო პარტიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გამოუგზავნა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები