
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტით ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია იმყოფებოდა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის სამხედრო შტაბის თავმჯდომარეს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.
უწყებათაშორის დონეზე ვიზიტის ყოველწლიური კონსულტაციების მიზანს ევროკავშირთან ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მინისტრის პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან. ვიზიტის მსვლელობისას სტუმრებმა მოინახულეს თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელი დაწესებულებები, ასევე გაიმართა შეხვედრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ხელმძღვანელ პირებთან.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს