
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს" და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.
თანამშრომლობის მთავარი მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და მათი პროფესიული განვითარება.
ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, აკადემიური ცოდნა სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ.
თაგები:
მემორანდუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს