Logo

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Frontnews image description

21 აპრილს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას სამართლის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას.

ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა, რომელსაც "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" წარმომადგენლები, სტუდენტები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმის ხელის მოწერის ცერემონიის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სასამართლოს სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორმა, პროფესორმა ბექა ქანთარიამ სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია თემაზე: „საკონსტიტუციო კონტროლის სილუეტები ქართულ კონსტიტუციონალიზმში“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები