“ევროპის უნივერსიტეტის” “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა” “აკრედიტაცია კანადისგან” უმაღლესი შეფასება მიიღო და პლატინის ხარისხი მიენიჭა


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპის უნივერსიტეტის” “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა” საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა, “აკრედიტაცია კანადის“ (accreditation Canada) უმაღლესი შეფასება მოიპოვა და პლატინის ხარისხი მიენიჭა.
“აკრედიტაცია კანადის” პლატინის სტანდარტი საერთაშორისოდ აღიარებულია და უფრო მაღალ მიღწევას ასახავს, ვიდრე ოქროს სტანდარტი და გლობალურ სანდოობას უზრუნველყოფს.
“აკრედიტაცია კანადა” მსოფლიოში ცნობილია თავისი 60-წლიანი გამოცდილებით. “აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტთა დიდი გუნდი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სპეციფიკის ცოდნითა და ექსპერტიზის მრავალფეროვანი უნარებით.
“აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტთა ჯგუფი მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობს.
„ევროპის უნივერსიტეტი“ 2022 წლიდან „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ სრული პაკეტის მფლობელია, რაც უზრუნველყოფს სასწავლო გეგმაში არსებული პრაქტიკის განხორციელებას.
“ჯო ენის საუნივერსიტეტო“ ჰოსპიტალი სრულად განახლებული აპარატურით წარმოადგენს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების მთავარ ბაზას. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ჰოსპიტალში გადიან სტაჟირებას, ერთვებიან კვლევით პროექტებში და მუშაობენ როგორც ექთნის დამხმარის, ასევე ექთნის პოზიციებზე.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს