“ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით წიგნი “კვლევის მეთოდების პრინციპები მედიცინაში” გამოიცა


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტის და მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლის ეკა კოხრეიძის და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასისტენტ-პროფესორ ბაია კუბლაშვილის წიგნის “კვლევის მეთოდების პრინციპები მედიცინაში” პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის “საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ გამარჯვებულია და “ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით გამოიცა.
წიგნის თანაავტორები “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ანნა გვეტაძე და მოწვეული ლექტორები – ნინო მაღრაძე და თამთა კორინთელი არიან, სამეცნიერო რედაქტორი – “ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი.
სახელმძღვანელოს მიზანია აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, მათ შორის მეცნიერებს, შესთავაზოს კვლევის მეთოდების ქართულენოვანი სახელმძღვანელო უმაღლესი განათლების საფეხურზე, რომელიც გზას გაუხსნის მედიცინის სტუდენტებს კვლევის მეთოდების საფუძვლიანად შესწავლაში.
აღსანიშნავია, რომ მედიცინის დარგში კვლევის მეთოდების შესახებ ქართულენოვანი სახელმძღვანელო პირველად შეიქმნა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს