“ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 20-მეტრიანი დროშა გადმოიფინა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 20-მეტრიანი დროშა გადმოიფინა.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დილიდან უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სოლისტი სოპრანო მარიკა მაჩიტიძე და სიმფონიური ორკესტრის კვარტეტი.
ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი




