
ავტორი
Front News საქართველო
“ევროპის უნივერსიტეტის” გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება” ფარგლებში ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.
სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც სემინარში მონაწილეობდნენ, შეხვედრის ფარგლებში გაეცნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიასა და სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ თავისებურებებსა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ სემინარის მუშაობის პროცესში საქსტატის აღმასრულებელ დირექტორსა და ამავდროულად ღონისძიების მოდერატორს გოგიტა თოდრაძესა და ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის გივი ბედიანაშვილის წინასწარი მოლაპარაკებით, უახლოეს მომავალში, ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობით სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს