“ევროპის უნივერსიტეტის” ქორეოგრაფიული ანსამბლი და პოპ-ჯგუფი გამორჩEUლი საბერძნეთში კონცერტს გამართავს


ავტორი
Front News საქართველო
22 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტის” ქორეოგრაფიული ანსამბლი და პოპ-ჯგუფი გამორჩEUლი თესალონიკში (საბერძნეთი) კონცერტს გამართავს.
ქორეოგრაფიული ანსამბლი კონცერტზე ქართულ ტრადიციულ ცეკვებს შეასრულებს, ხოლო პოპ-ჯგუფი გამორჩEUლი, როგორც ქართული ასევე უცხოური რეპერტუარით იქნება წარმოდგენილი
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს თესალონიკში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “ფესვები”.
კონცერტზე დასწრება უფასოა.
კონცერტი გაიმართება 22 ივნისს, 20:00 საათზე Cinema Kolosseon-ში. (მის: Leof. Vasilissis Olgas 150, Thessaloniki, Greece).
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი