
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი ნინო ტალიაშვილი "ევექსის" კლინიკაში "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.
როგორც ნინო ტალიაშვილმა ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, "ევროპის უნივერსიტეტის" თანამშრომლები იმუნიზაციის პროცესში ჩართულები არიან და სხვადასხვა ქალაქებში იცრებიან, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ეს პროცესი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.
"დღეს ავიცერი "სინოფარმის" ვაქცინით. ვფიქრობ, ამ პროცესმა აბსოლუტურად ყველა უნდა მოიცვას, რადგან ვაქცინაცია არის აუცილებელი ქვეყანაში პანდემიის დასასრულებლად, აუცილებელია იმისთვის, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რათა სწავლის პროცესმა სრული დატვირთვით კვლავ აუდიტორიებში გადაინაცვლოს. იმ პერიოდისგან განსხვავებით, როცა ვაქცინა სანატრელი იყო მსოფლიოსთვის, ახლა გვაქვს საშუალება და შესაძლებლობა, კოვიდ-19-ისგან შექმნილი რეალობა ჩვენ სასარგებლოდ შევცვალოთ. ასე რომ, მოვუწოდებ ყველას, ჩვენ შეგვიძლია, ვაქცინაციით პანდემიის დასასრული დავაჩქაროთ", – განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს