
ავტორი
Front News საქართველო
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, “ევროპის უნივერსიტეტის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ მენეჯმენტში 7 წლის ვადით უპირობო აკრედიტაცია მიიღო.
როგორც “ევროპის უნივერსიტეტის” ხარისხის განვითარების მიმართულებით ვიცე-რექტორმა სოფიო ხუნდაძემ განაცხადა, პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან მასზე მოთხოვნა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.
“გარე სამყაროდან მზარდი ზემოქმედების პირობებში, ნებისმიერი ბიზნესისა თუ ორგანიზაციისათვის სასიცოცხლო ამოცანას წარმოადგენს მმართველობითი პროცესების კვალიფიციურად განხორციელება და თანამედროვე მენეჯმენტის შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენება. ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი კვალიფიციური მართვა მოითხოვს მართვის თანამედროვე მეთოდების მცოდნე, მაღალკვალიფიციური მმართველობითი კადრების მომზადებას. “ევროპის უნივერსიტეტის” მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ემსახურება სწორედ ისეთი კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებსაც აუცილებელ თეორიულ ცოდნასთან ერთად, აქვთ გლობალურ ბიზნესში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზის უნარი და შეუძლიათ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება, ამასთან ერთად, გაცნობერებული აქვთ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაც – დაგეგმონ და განახორციელონ სამუშაო პროცესები ისე, რომ ისინი შეესაბამებოდნენ როგორც ორგანიზაციის, ასევე საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა სოფიო ხუნდაძემ.
“ევროპის უნივერსიტეტმა” ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე და ახალი პროგრამებით აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარა.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს