
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები დღეს წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ.
სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ბენეფიციარებს გამოკვლევები ჩაუტარეს. საჭიროებისამებრ, მათ შესაბამისი მედიკამენტები გადაეცათ.
ბენეფიციარების გამოკვლევებს მედიცინის და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა დაესწრო.
ცენტრში იმყოფებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა პროფილის ექიმებს დაეხმარნენ.
"ევროპის უნივერსიტეტი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავს ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.
თაგები:
"ევროპის უნივერსიტეტი"
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს