
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი თეონა ჯელაძე რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის სტიპენდიაზე იქნა ნომინირებული.
აღსანიშნავია, რომ რამაზ ლომინაძის სახელობის სტიპენდიაზე საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის წარჩინებულ სტუდენტთა წარდგენა წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო და საშემოდგომო სემესტრში, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.
"ევროპის უნივერსიტეტი" ულოცავს თეონა ჯელაძეს ამ წარმატებას და მადლიერებას გამოხატავს რამაზ ლომინაძის ფონდის მიმართ სტუდენტების ფინანსური წახალისებისა და მხარდაჭერისთვის.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს