
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტურმა გუნდმა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი სოლო კონცერტი გამართა.
საღამო "ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან უნივერსიტეტის მიერ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობები შეაჯამა და სტუდენტურ გუნდს პირველი სოლო კონცერტის გამართვა მიულოცა.
კონცერტის ფარგლებში სტუდენტურმა გუნდმა აკადემიური ნაწარმოებები, ხალხური სიმღერები და ქართული საგალობლები შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 31 მაისსა და 1 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულების ექიმებთან და სტომატოლოგებთან უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს