“ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის პროგრამის ათი სტუდენტი “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” პრაქტიკას გაივლის


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” (ტარტუ, ესტონეთი) კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
2-8 სექტემბერს ესტონეთში სტაჟირებას ვეტერინარიის პროგრამის შემდეგი 10 სტუდენტი გაივლის: ანა ბაბაიანი, ნია ჯიშკარიანი, დინა გოშუანი, დავით ხორნაული, ნატალი ირემაშვილი, ბექა კიკნაძე, ლიანა მაისურაძე, მარიამი ჭინჭარაული, თინა ყაველაშვილი და ირაკლი იაკობიშვილი.
სტაჟირების პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის და მისი მიზანია სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტრანსფერული და დარგობრივი უნარების განვითარება.
შერჩეული სტუდენტების მგზავრობის, განთავსების და პროგრამის საფასურს “ევროპის უნივერსიტეტი” სრულად დააფინანსებს.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს