Logo

“ევროპის უნივერსიტეტს” ხვალ ცნობილი ამერიკელი მოსამართლე და ადვოკატი ეწვევიან

საზოგადოება
1190
Frontnews image description

ევროპის უნივერსიტეტისსამართლის ინსტიტუტის მოწვევით ხვალ ცნობილი ამერიკელი მოსამართლე მარკ სპაისერი და სისხლის სამართლის მიმართულებით ცნობილი ამერიკელი ადვოკატი ეწვევიან.

 

სტუმრები ჩაატარებენ საჯარო ლექციას თემაზე: “ამერიკული სამართლის სისტემა და სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში”.

 

ლექციაზე დასწრება შესაძლებელია როგორც “ევროპის უნივერსიტეტის”, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

 

საჯარო ლექციას დაესწრებიან დარგის სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები.

 

ლექციაზე დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატებიც.

 

ლექცია გაიმართება “ევროპის უნივერსიტეტში”, გურამიშვილის 76-ში, ჟვანიას სახელობის დარბაზში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები