“ევროპის უნივერსიტეტში” ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის ლევან მესხორაძის საჯარო ლექცია გაიმართება
პოლიტიკა
01.04.2023 / 19:32


ავტორი
Front News საქართველო
2 აპრილს, “ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია თემაზე – “ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პასუხი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე“ – გაიმართება.
შეხვედრას ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი, “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორი და სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე გაუძღვება.
ლექცია 12:30 საათზე “ევროპის უნივერსიტეტის” იმიტირებულ სასამართლოს დარბაზში გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი