“ევროპის უნივერსიტეტში” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია “მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპის უნივერსიტეტში” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია “მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ მიმდინარეობს.
კონფერენცია “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.
რიგით მეორე კონფერენციაში სხვადასხვა რეგიონის ასობით ექიმი მონაწილეობს. ღონისძიებაზე დარგის წარმომადგენლები და პროფესორები კონკრეტული შემთხვევების შესახებ საუბრობენ.
კონფერენციის მიზანი დარგის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობაა.
კონფერენციას ესწრებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს