“ევროპის უნივერსიტეტში” მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართება
საზოგადოება
27.07.2023 / 18:59


ავტორი
Front News საქართველო
28 ივლისს, 20:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ეზოში მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. დიდ სცენაზე სხვადასხვა ეროვნების მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით “ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარდგებიან. ღონისძიებას ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია გაუძღვება.
ფესტივალში “ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი, პოპ ჯგუფი „გამორჩEUლი“ და EU Band მიიღებენ მონაწილეობას.
“ევროპის უნივერსიტეტის“ მულტიკულტურულ ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი